19 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
სასწორზე დგას ჩვენი მომავალი... საპატრიარქო გაიაზრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად - პაპუაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინისთვის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას ელის. 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პოზიციის გამოხატვა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. 

დეპუტატი ამბობს, რომ მილოცვა/არმილოცვის საკითხი საპატრიარქომ ხელისუფლებასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. 

„გავანებოთ ამ ფსევდო ვაჟკაცობას და ფსევდო პატრიოტიზმს თავი. როგორც უნდა გადაწყდეს, ქვეყნისთვის რაც არის აუცილებელი - აღიარება თუ არ აღიარება, ბევრი რამ კანონიკურად არის დარღვევებზეა იქ საუბარი. ამ ყველაფერს საპატრიარქო გაიაზრებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად და ჩვენც უნდა მივეხმაროთ მათ იმაში, რომ ეს ქვეყანა არ დაზიანდეს. პოლიტიკა არაფერ შუაშია, აქ სასწორზე დგას ჩვენი მომავალი, რა დააზიანებს, რა გამონათქვამი, რა პოზიცია ჩვენს ქვეყანას და არა ისე, რომ აქედან შევქმნათ სანახაობა - აი, ხედავთ, თურმე ჩვენ არ ვეხმარებით უკრაინას. ასეთი, ურა პატრიოტიზმის დრო დავამთავროთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები