23 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან - გარდაიცვალა მძღოლი და მისი ორსული მეუღლე

ავტოსაგზაო შემთხვევას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ცნობილია, გარდაიცვალა მძღოლი და მისი მეუღლე.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ორსულად იყო.

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის დროს ავტომობილში ბავშვებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც არ დაშავებულან. 

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამეს მოხდა.

დღის ამბები