25 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
შანტაჟი ბავშვის მიმართ - ავთო კუციას სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ბავშვის მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავთო კუცია წაყენებულ ბრალს აღიარებს, შესაბამისად, ადვოკატი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ამის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა დანაშაულების გაგრძელების საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, გამოძიებას აქვს ორთვიანი ვადა, რომ კიდევ მოიპოვოს მტკიცებულებები,“ - აცხადებს საქმის პროკურორი, ირაკლი ქარდავა.

30 წლის მამაკაცს ბრალად 9 წლის ბავშვის მიმართ იძულება და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფა ედება. არასრულწლოვანს ის სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტებოდა. 

დღის ამბები