19 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
ოზურგეთში მგლებზე მონადირეთა ჯგუფი 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა

მგლების მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და შინაური ცხოველების დაგლეჯვის ფაქტების გახშირების გამო, ოზურგეთის მგლებზე მონადირეთა ჯგუფი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

ჯგუფმა დღეს მორიგი თავდასხმის დროს მტაცებელის ლიკვიდაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიმითში მოახერხა. ეს მიმდინარე წელს მეოთხე მტაცებელია, რომლის ლიკვიდაციაც ჯგუფმა შეძლო.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ გასულ წელს ფაროსანას გამო, თითქმის, ულუკმაპუროდ დარჩენილი გლეხობისთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოკვების ერთადერთ საშუალებად რჩება. თუკი მგლების პირუტყვზე თავდასხმები  გაგრძელდება, მდგომარეობა სოფლებში სულ უფრო გაუარესდება. 

დღის ამბები