24 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
დონალდ ტრამპს "ნიუ-იორკის ტაიმსის" მორიგ სტატიაზე მოუწევს პასუხის გაცემა

დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის ტაიმსის მორიგ სტატიაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შარშან თანაშემწეებთან პირად საუბრებში რამდენჯერმე გამოთქვა ნატო-დან გასვლის სურვილი.

სტატიის თანახმად, მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები არ გამორიცხავენ, რომ დონალდ ტრამპი კვლავ დაუბრუნდეს თავის მუქარას, რადგან მოკავშირეები თავდაცვით ხარჯებს ისე ვერ ზრდიან, როგორც ამას შეერთებული შტატების ლიდერი მოითხოვს.

ნიუ-იორკ ტაიმსი ასევე აქვეყნებს ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების კომენტარებსაც. კერძოდ, ნატოს ყოფილი სარდალი და გადამდგარი გენერალი, ჯეიმს მატისი, აცხადებს, რომ ეს  უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნება.

დღის ამბები