20 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
"კარგია, რომ ეს სია არ იქნა პარლამენტის მიერ ნაჩქარევად დამტკიცებული" - წულუკიანი მოსამართლეთა სიაზე

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით არსებულ შენიშვნებზე იუსტიციის მინისტრი საუბრობს.

წულუკიანი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო. მისი თქმით, გუნდში განხეთქილებას ადგილი არ ექნება.

„კარგია, რომ ეს სია არ იქნა პარლამენტის მიერ ნაჩქარევად დამტკიცებული და, რომ პროცესი გადავიდა სწორ ტალღაზე. მუშაობა ჩატარდება და ჩემი წარმომადგენელიც იქნება ამ ჯგუფში ჩართული. ჩვენ მოვდივართ ყველანი ერთად და მოვდივართ შორიდან, მოვდივართ ბრძოლიდან და აქედან გამომდინარე, არავითარი შიში არ მაქვს იმის, რომ ეს გუნდი ან დაიშლება, ან ეს უთანხმოება იქამდე მივა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ერთიანობა დავკარგოთ,“ - აცხადებს წულუკიანი.

დღის ამბები