19 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
მთვარეზე ჩინელების მიერ გაგზავნილი ბამბის თესლი გაღვივდა

მთვარეზე ჩინელების მიერ გაგზავნილი ბამბის თესლი გაღვივდა. ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ ზონდის მიერ გადაღებული ფოტომასალაც მიიღო.

ავტომატური კოსმოსური სადგური ჩანიე4 მთვარის მეორე მხარეს, რომელიც დედამიწას არ უყურებს, 3 იანვარს დაჯდა.

აპარატმა თანამგზავრზე ჰერმეტულად დახურული კონტეინერებით, ბამბის გარდა, სხვა მცენარეების თესლებიც ჩაიტანა.

მეცნიერებს სურთ, დაადგინონ, რამდენად შესაძლებელია იქ არსებულ პირობებში მცენარეებმა გაიხარონ.

ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში, შორეულ პერსპექტივაში ეკიპაჟის წევრები თავად შეძლებენ სადგურზე საკვები მცენარეების მოყვანას.

დღის ამბები