23 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
"მთავარია, ადამიანობა იქონიონ და აღიარონ სიმართლე" - მაჩალიკაშვილები სუს-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ

პანკისის ხეობაში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.

სპეცოპერაციის შედეგად მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფცია, როცა ის ტერორისტად გამოაცხადა.

თემირლანის მშობლები უწყებისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვენ. 

„თემირლანის ყოველი ნაბიჯი ვიცოდი მე, თემირლანი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩემს დაუკითხავად ერთი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული. ძნელია, როცა იცი, შენი შვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, რის გამკეთებელია და ძნელია ის, რომ ვერ ამტკიცებ სიმართლეს. ამათ ხელშია ყველაფერი, ესენი, როგორც უნდა, ისე განაგებენ. მთავარია, ადამიანობა იქონიონ და აღიარონ სიმართლე,“ - ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი.

სასამართლო დავაში კი მათ ინტერსებს არასამთავრობო სექტორი იცავს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, დავით ბერძული, ამბობს, რომ სუს-მა დაარღვია მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. 

დღის ამბები