25 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს - შვილმოკლულ მამას კვლევები ჩაუტარდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაა კლინიკაში გუშინ დღის ბოლოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დიაგნოზი ამჯერადაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ჰიპერგლიკემია იყო.

ზაზა სარალიძემ ქირურგიის ეროვნული ცენტრი სამედიცინო კვლევებისა და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ გვიან ღამით დატოვა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შვილმოკლული მამა კლინიკაში უკვე მეორედ მოხვდა.

სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, აქცია პარლამენტის წინ გრძელდება. შვილმოკლული მამები დანებებას არ აპირებენ.

დღის ამბები