20 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უსაფრთხოების პოლიციური სისტემის და არა გახარიას კადრია - ანზორ ჩუბინიძე

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უსაფრთხოების პოლიციური სისტემის და არა გახარიას კადრია - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანზორ ჩუბინიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსის, ხოჯევანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა.

ანზორ ჩუბინიძე ალექსანდრე ხოჯევანიშვილის პროფესიონალიზმზე ამახვილებს ყურადღებას.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ანზორ ჩუბინიძე ვახტანგ გომელაურის მხრიდან სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას გამორიცხავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს. უწყების ცნობით, რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები