სასულიერო პირებმა სიონის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა და ილია მეორის მოღვაწეობისთვის მადლობის ნიშნად საზეიმო პარაკლისი აღავლინეს. მსახურების ბოლოს მღვდელმსახურებმა სპეციალური სამადლობელი ტექსტი წაიკითხეს.
მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირებმა სიონის ტაძრიდან საპატრიარქოში გადაინაცვლეს და პატრიარქობის 41 წლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა პირადად გადაუხადეს.
პარაკლისს ორი ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში მომსახურე, თითქმის, ყველა სასულიერო პირი დაესწრო.