25 აპრილი 2024,   03:17
ვრცლად
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას კიდევ ერთი ქალი პოლიტიკოსი აპირებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა კიდევ ერთმა  პოლიტიკოსმა ქალმა გადაწყვიტა. დემოკრატმა სენატორმა, კირსტენ ჯილიბრენდმა CBS-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ჯილიბრენდი 52 წლისაა და ქალთა წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის მოძრაობის - metoo-ს კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. ის ასევე, დონალდ ტრამპის პოლიტიკას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს.

მის გარდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას ელიზაბეტ უორენი აპირებს. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობის საკითხს აქტიურად განიხილავს.

დღის ამბები