25 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
ძლიერი ქარი ბათუმში - ორი ადამიანი სახლის სახურავიდან გადავარდა 

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ხახულის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის სახურავიდან გადავარდნენ. დაშავებულთაგან ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი მცირედი დაჟეჟილობით სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.  

გარდა ამისა, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავიც დაზიანდა. ამ დროისთვის ჩაკეტილია ჯავახიშვილის ქუჩა, სადაც სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან სამშენებლო დეტალები ჩამოცვივდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი.

ბათუმში ძლიერი ქარის გამო სულ 15 გამოძახება დაფიქსირდა. 

დღის ამბები