25 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
მოდის კვირეული ბერლინში - მარკ კეინმა 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა

ბერლინში მოდის კვირეული გაიხსნა. მარკ კეინმა 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა, სადაც აქცენტი ფერებზე და მოსახერხებელ სამოსზე გააკეთა.

ჩვენებას  ცნობილი ამერიკელი მსახიობი სარა რაფერტი დაესწრო, რომელიც მარკ კეინთან ერთად, აქტიურად ეწევა საქველმოქმედო კამპანიას- ბავშვების დასახმარებლად.

წლევანდელ შოუზე სულ 16 დიზაინერის ახალი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორების განცხადებით, კვირეულის მთავარი მიზანი ახალგაზრდა დიზაინერების პოპულარიზაცია და მათი ხელშეწყობაა.

დღის ამბები