პარლამენტში ისტორიული მარცხის შემდეგ ტერეზა მეი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
კონსერვატორები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ბრექსიტის გეგმას აცხადებენ, რომ პრემიერი პოსტზე უნდა დარჩეს.
მის ბედს პარლამენტი დღეს გადაწყვეტს. მას შემდეგ, რაც თემთა პალატამ ბრექსიტის გარიგებას მხარი არ დაუჭირა, ლეიბორისტებმა პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენეს.
კენჭისყრა ლონდონის დროით 7 საათზე გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ტერეზა მეის ნდობას გამოუცხადებს, ის ერთ კვირაში თემთა პალატას ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმას წარუდგენს.