23 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
"პიროვნული ბიჭობაც ყოფნის, რომ საჩხუბარი თუა იჩხუბოს" - გია კორკოტაშვილი კრიმინალურ გარჩევაში შვილის მონაწილეობაზე ინფორმაციას არ ფლობს 

სროლა ვერაზე - ტატიშვილის ქუჩაზე დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი "კურიერის" ინფორმაციით, ქართული მარშის" ყოფილი ლიდერის გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილია.

წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან "კურიერს" უყვება, რომ სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის სწორედ კორკოტაშვილის სახლში დაიწყო და შემდეგ ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა.  

შვილის კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობას არ ადასტურებს გია კორკოტაშვილი. ის ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ადასტურებს, მისი შვილი კონფლიქტისას დაჭრილ ერთ-ერთ პირთან მეგობრობს. 

ზუკას ვიცნობ მეც , რავიცი ჩვეულებრივი ის არის რა... ვიცი რომ დაჭრილია. ადუაშვილიც ვიცი რომ ჯანმრთელადაა. იმათ საერთოდ არ ვიცნობ პრეზიდენტის სიძის მხარეს. ვაჟიკო რაზე ამოტივტივდა არ ვიცი, შეიძლება მეგობრები არიან ზუკა და ეგ.თუ მონაწილეობდა იქ უშუალოდ უნდა ყოფილიყო, სამართალდამცველები დააკავებდნენ.

ისეთი ცხოვრება მაქვს მე დაძაბული და ის რომ ეგეთი ჩხუბი რომ მოსვლოდა ვაჟიკო ეგეთ რამეზე საქმის კურსში არ მაყენებს, თავის პიროვნული ბიჭობაც ყოფნის და ყველაფერიც, რომ საჩხუბარი თუა იჩხუბოს მოსაფერებელი თუა მოეფეროს,“-ამბობს გია კორკოტაშვილი.

ორი ახალგაზრდა ვერაზე გუშინ დაჭრეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, პასუხისგებაში ორი პირია მიცემული, ეს არის გიორგი ადუაშვილი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და მისი მეგობარი კოტე ჯორბენაძე, რომელსაც ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წარედგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები