24 აპრილი 2024,   16:59
ვრცლად
დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება - მეორე დღეა კობი-გუდაურის მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა ვერ შედის 

კრიტიკული ვითარებაა ჯვრის უღელტეხილზე - მეორე დღეა კობი-გუდაურის მონაკვეთზე არ შედის მძიმე ტექნიკა, გზას ზვავსაშიშროების გამო ვერ წმენდენ. ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დღესაც ღამეს მანქანებში გაათევენ.

გუდაურში ცოცხალ რიგში მდგარ ავტომობილებში მყოფ მოქალაქეებს არც საწვავი აქვთ და არც საკვები. მძღოლებს ბენზინის მარაგის შესავსებად რამდენიმე კილომეტრიანი გზის ფეხით გავლა უწევთ.

ფასანაურიდან მლეთისა და შემდეგ გუდაურის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრიან ცოცხალ რიგში დგანან უკვე მეოთხე დღეა მაღალი გამავლობის ავტომობილები. მძღოლებისათვის უცნობია, როდის შეძლებენ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას. 

ყველანაირი ტიპის ავტომობილისთვის გადაადგილება აკრძალულია მესტია-უშგულის მონაკვეთზე. მეტეოროლოგები კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხვალ, კობი- გუდაურის გზის გაწმენდით სამუშაოებზე რეკომენდაცია გასცენ.

ქარბუქისა და დიდთოვლობის გამო ზვავი გუდაურიდან-ყაზბეგის მიმართულებით წელს უკვე მესამედ ჩამოწვა. 

დღის ამბები