19 აპრილი 2024,   23:50
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ძლიერი აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა. ნგრევის მასშტაბი საკმაოდ დიდია. მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები გარდაცვლილების შესახებ.

აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ევაკუაცია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

დღის ამბები