19 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
აფეთქების შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი - დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი არასრულწლოვანია

აფეთქება დიდ დიღომში - შემთხვევის ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მივიდა. ის ნანგრევებთან იმყოფება და სიტუაციას ადგილზე ეცნობა.

აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანია. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ევაკუაცია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.  

დღის ამბები