19 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
აფეთქების შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი - ჯანდაცვის მინისტრი არსებულ ვითარებაზე საუბრობს 

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების შესახებ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს თქმით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული, 4 ბავშვი და ერთი სრულწლოვანი.

სერგეენკოს ინფორმაციით, სამი მათგანის მდგომარეობა საშუალოა, ხოლო ერთი მათგანი მეტ მეთვალყურეობას საჭიროებს.

„ღუდუშაურის კლინიკაში არის ერთი პაციენტი, მოზრდილი მამაკაცი, რომელსაც საბედნიეროდ მსუბუქ და საშუალო ხარისხებს შორის აქვს დაზიანება. რაიმე ინტენსიური ან ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობას. ამ წუთებს ინფორმაციით, არის 4 ბავშვი დაშვებული და მეხუთე მოზრდილი. სამი მათგანის მდგომარეობა მსუბუქსა და საშუალოს შორის არის, მეოთხე უფრო საყურადღებოა,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

მინისტრის ინფორმაციით, დაშავებული ერთი ბავშვი „იმედის“ კლინიკიდან იაშვილში უნდა გადაიყვანონ. მას მრავლობითი ტრავმა აღენიშნება, თუმცა მისი თქმით, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.

დღის ამბები