19 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი აფეთქებისას დაშავებულებს მოინახულებს - პრეზიდენტი იაშვილის კლინიკაში მივიდა 

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ქვეყნის მეთაურმა ის ბავშვები უნდა მოინახულოს, რომლებიც კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით არიან მოთავსებული. პრეზიდენტს კლინიკაში შესვლისას კომენტარი არ გაუკეთებია.

„ერთადერთი ინფორმაცია რაც არის, ეს არის მედიისგან მიღებული ინფორმაცია. სამი გარდაცვლილი და დაშავებულები ვიცით, რომ ბავშვი არის მძიმედ. პრეზიდენტი მობრძანდება,“ - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

წინასწარი ინფორმაციით, დიდ დიღომში, ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულთა რიცხვი კი 5-ია. 4 ბავშვი და ერთი მოზრდილი. აფეთქების გამო, კორპუსში მაცხოვრებლების სრული ევაკუაცია განხორციელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები