20 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
"მთელი დღეს გაზის სუნი იდგა კორპუსში" - ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები აფეთქების შესახებ საუბრობენ 

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. დანგრეული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის სუნი დილიდან იგრძნობოდა. ადგილობრივების თქმით, მათთან „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები შუადღით მივიდნენ, თუმცა შემოწმების შემდეგ განუცხადეს, რომ კორპუსში არანაირი პრობლემა არ იყო. 

„სახლში ვიყავით ბავშვებთან ერთად და იმხელა ხმა იყო აფეთქების, თავიდან მიწისძვრა მეგონა, მაგრამ მთელი დღეს გაზის სუნი იდგა დღეს კორპუსში. გამოძახებული შესაბამისი უწყება, მოვიდნენ და თქვეს, რომ არაფერი არ არის, ყველაფერი წესრიგშია და საღამოს მოხდა ეს,“ - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

დღის ამბები