25 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - პრემიერ-მინისტრი მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს 

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ. მათ უნდა დაადგინონ, რამდენად იქნება კორპუსი სამომავლოდ ცხოვრებისთვის უსაფრთხო.  

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია მთლიანი კორპუსი, რამდენიმე სართული კი მთლიანად ნანგრევებშია მოყოლილი. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე. პრემიერი ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა. ის ვითარებას გაეცნო.

მედია პრემიერისგან კომენტარს ელოდებოდა, თუმცა მამუკა ბახტაძის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერი ადგილს კომენტარის გარეშე დატოვებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები