აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. ის "იმედის" კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოთხი წლის ბიჭია. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
„პაციენტი მოყვანილ იქნას 20:30 საათზე, 112-ის ბრიგადის მიერ, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. ანუ გული იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა მრავლობითი ქალას ძვლების მოტეხილობა, ლიქორეა ყურიდან, მაგარი გარსი თავის ტვინის იყო დაზიანებული,“ - აღნიშნა ექიმმა.
"კურიერის" ინფორმაციით, 4 წლის ბავშვის მშობლებიც დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლნენ.
კლინიკა "იმედში" იმყოფებიან არასრულწლოვნის ნათესავები. ბავშვს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე 20:30 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 6.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.
ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.