24 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - სამართალდამცველებს ადგილობრივები კორპუსებში ეტაპობრივად შეჰყავთ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება - ტერიტორია საპატრულო პოლიციას ისევ გადაკეტილი აქვს,. სამართალდამცველებს ადგილობრივები საცხოვრებელ კორპუსებში ეტაპობრივად შეჰყავთ. მოსახლეობას ის ნივთები გამოაქვთ, რაც აფეთქებას გადაურჩა.

მერიის წარმომადგენლების თქმით, იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ჩატარდეს. ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ, რამდენად უსაფრთხოა კორპუსი ცხოვრებისთვის.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები