18 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
ძლიერი თოვა და ზვავსაშიშროება - კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ პარალიზებულია 

ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო უკვე მესამე დღეა შეჩერებულია გაწმენდითი სამუშაოები ჯვრის უღელტეხილზე. კობი-გუდაურის მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა შესვლას ვერ ახერხებს. ავტომობილები კი გზას ვერ აგრძელებენ.

უკვე მეხუთე დღეა რამდენიმე კილომეტრიან რიგში დგანან მაღალი გამავლობის ავტომობილები ფასანაურიდან მლეთისა და გუდაურის მიმართულებით. მძღოლებისათვის უცნობია როდის შეძლებენ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას.

კობი გუდაურის მონაკვეთის გარდა, გადაადგილება აკრძალულია მესტია- უშგულის მონაკვეთზეც. მეტეოროლოგების ინფორმაციით, გზის გაწმენდით სამუშაოებზე რეკომენდაციას სავარაუდოდ დღეს გასცემენ.

დღის ამბები