20 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
„ვნახოთ არსებული კონსტრუქციები რამდენად საიმედოა" - კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა სპეციალისტები შეისწავლიან

დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები შეწყდა. თუმცა ადგილზე სხვადსხვა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. გარდა ამისა, უნდა მოხდეს დაზიანებული კორპუსების მდგრადობის შესწავლა.

ადგილზე მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც შესწავლის შემდეგ დადებენ დასკვნას, არის თუ არა კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო.

„ვნახოთ არსებული კონსტრუქციები რამდენად საიმედოა. რამე პრობლემა შეექმნება თუ არა მოსახლეს მერე. სარია სვეტები და რიგელები, მანდ არის დაზიანებული ტიხრები და კედლები, რომელიც შევსებაა ამ სვეტების",-ამბობს თბილისის მერიის წარმომადგენელი ზურა ზედგენიძე.

აფეთქება დიდ დიღომში გუშინ ღამე მოხდა, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ოთხი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები