ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნება კვლავ შეძლო. ქვეყნის პარლამენტმა ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ინიციატივას მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის წინააღმდეგ 325-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ტერეზა მეის 3 სამუშაო დღე აქვს იმისთვის, რომ თემთა პალატას “ბრექსიტის” ახალი გეგმა შესთავაზოს.
კენჭისყრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს კოლეგებთან უკვე აწარმოებს და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალ შეთანხმებას პარლამენტს ორშაბათს წარუდგენს.