25 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
აშშ-ს ანტიტერორისტულმა სამსახურმა თავდასხმების სერია აღკვეთა

შეერთებული შტატების ანტიტერორისტულმა სამსახურმა თავდასხმების სერია აღკვეთა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმას ვაშინგტონში, ფედერალური სამსახურების შენობებზე, პირველ რიგში კი თეთრ სახლზე გეგმავდა.

მას პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელის აფეთქება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ჰქონდა გამიზნული. ეჭვმიტანილი ჯორჯიის შტატის ქალაქ ქამინგში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

დღის ამბები