25 აპრილი 2024,   16:10
ვრცლად
პენტაგონი სირიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

პენტაგონი სირიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ქალაქ მანბიჯში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 ჯარისკაცი კი დაშავდა.

თურქული მხარის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქამაქ მანჯიბში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ერთ-ერთ რესტორანთან, შეერთებული შტატების არმიის პატრულისა და ადგილობრივი სამხედროების შეხვედრის დროს აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები