25 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
ტრაგედია დიდ დიღომში - მძიმე ტრავმისა და სისხლის ძლიერი დანაკარგის გამო, 4 წლის გოგონა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება

ტრაგედია დიდ დიღომში - ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება სულ 8 პირმა მიიღო. დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. მათგან ხუთს გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდათ და დილით საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას 4 წლის გოგონა აგრძელებს. ბავშვს სკალპირებული ჭრილობების გამო სასწრაფო ოპერაცია საავადმყოფოში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„ამ პაციენტთან გუშინ ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. კიდევ ერთი პრობლემა,რომელიც გუშინვე გამოვლინდა ეს არის სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდ გუშინაც დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება.

ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა გათვალისწინებით დაზიანებისა და სისხლის დანაკარგისა გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში,“-ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები