25 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
გლოვის დღე საქართველოში - აფეთქებას დიდ დიღომში 4 წლის ბავშვი, ბავშვის დედა და კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედია დიდ დიღომში - კორპუსში, ფირალიშვილების ბინაში აფეთქება საღამოს ცხრის  ნახევარზე მოხდა. გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომლის გადარჩენაც მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე იმედის კლინიკის ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მისი ტყუპის ცალი და კლინიკაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ბავშვების დედა. სადარბაზო, სადაც აფეთქება მოხდა თითქმის მთლიანად დანგრეულია. ძლიერი აფეთქების შედეგად კიდევ 3 კორპუსი დაზიანებულია.

ავთანდილის ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში სავარაუდოდ გაზმა გაჟონა. აფეთქების მიზეზად სწორედ ეს სახელდება. ადგილობრივები ყვებიან რომ ბუნებრივი აირის სუნი მათ მთელი დღის განმავლობაში აწუხებდათ. თუმცა "ყაზტრანსგაზის" ბრიგადამ დაზიანება ვერ აღმოაჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. გვიან ღამე პოლიციაში ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები დაიბარეს. ამ დრომდე კომპანიას ოფიციალური განცხადება ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად ექსპერტებიც მუშაობდნენ. ჯერ ჯერობით უცნობია, რამდენად უსაფრთხოა იმ კორპუსში ადამიანების ცხოვრება სადაც აფეთქება მოხდა. 

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გვიან ღამით დაუშვეს სახელმწიფო დროშები ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები