ნენსი პელოსი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმში აღარ ეპატიჟება. დემოკრატების ლიდერმა პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და კონგრესში სიტყვით გამოსვლის თარიღის გადადება ურჩია.
წერილში ნათქვამია, რომ ვინაიდან სამთავრობო უწყებები უსაფრთხოების სამსახურის ჩათვლით არ მუშაობს, კაპიტოლიუმში მისვლისას დონალდ ტრამპის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
ამიტომ უმრავლესობის ლიდერის აზრით, პრეზიდენტმა მიმართვის თარიღი უნდა შეცვალოს. მაგრამ თუ ამ ინიციატივაზე უარს იტყვის, ნენსი პელოსი მას მიმართვის ოვალური კაბინეტიდან წაკითხვას სთავაზობს.
დონალდ ტრამპი სიტყვით გამოსვლა კონგრესში 29 იანვარსაა დაგეგმილი. დემოკრატების ინიციატივას თეთრი სახლი ჯერ არ გამოხმაურებია.