18 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
ტრაგედია დიდ დიღომში - შალვა ნათელაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს 

დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე "ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მივიდა. შალვა ნათელაშვილი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს. მისი თქმით, სწორედ მერია იყო ვალდებული კომპანია "ყაზტრანსგაზისთვის"დაევალებინა კორპუსის შემოწმება და პრობლემა მოეგვარებინა. 

„საშინელი ტრაგედია მოხდა, უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და სრულიად საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო, როგორც მოგეხსენებათ, „ყაზტრანსგაზი“ ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებმაც გააფორმეს ოფშორში და გადავიდნენ მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე.

მე მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ეს ორი დამნაშავე პერსონალურად დ დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში ქალაქსა და სოფელში, სადაც გაზია შეყვანილი. იმიტომ, რომ ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად,“ - აცხადებს ნათელაშვილი

დღის ამბები