24 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ტრაგედია დიღომში - სამედიცინო დაწესებულებაში ორი ადამიანი რჩება 

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ საავადმყოფოში ორი პაციენტი რჩება. იაშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 წლის გოგონა.  დაშავებული ბავშვი ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. 

„ახლა ბავშვი სტაბილურად არის, ყველა საჭირო დახმარება, ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა მას მიღებული აქვს გააგრძელებს კლინიკაში მკურნალობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას,“-ამბობს დავით სერგეენკო.

ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ამ დრომდე რჩება 21 წლის ორსული გოგონა. ექიმების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს  გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა ის კლინიკაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„გამთენიისას შემოყვანილი იქნა ორსული გოგონა, 21 წლის, 14 კვირის ორსული, ხილული დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა, ალბათ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო, თუმცა მოთავსდა კლინიკაში შემდგომი დაკვირვებისთვის“-ამბობს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მარინა გელანტია.

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს 8 ადამიანიო დაშავდა, ოთხი კი გარდაიცვალა, გარდაცვლილებს შორის ერთი 4 წლის ბავშვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები