20 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
ძლიერი ქარბუქი ახლო აღმოსავლეთში - იერუსალიმში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და თოვლი მოვიდა

ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა. შედეგად იერუსალიმში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და თოვლი მოვიდა.

უამინდობის გამო წმინდა ქალაქში სკოლები დაიხურა. გზების გასაწმენდად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

უამინდობამ დააზარალა ღაზის სექტორიც. ტალღების სიმაღლე სანაპიროზე რამდენიმე მეტრს აღწევს. მეტეოროლოგების პროგნოზით, შტორმი რეგიონს დღეს დატოვებს. 

დღის ამბები