19 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
თუ ვიღაცას ამ ქვეყანაში საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია - დავით ჭიჭინაძე 

ეკა ბესელია შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს. ბესელია მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმ კრიტერიუმებზე მსჯელობს, რომელთა დაცვითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეები უნდა წარუდგინოს.

თანაგუნდელებთან დაპირისპირებულ ეკა ბესელიას მხარს უჭერს და მის მიდგომებს იზიარებს, "ქართული ოცნებიდან" უკვე გარიცხული დავით ჭიჭინაძე. 

ჭიჭინაძე არასამთავრობო სექტორთან და იურისტებთან ფართო კონსულტაციების მომხრეა და ამბობს, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს. 

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, სწორედ კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს შეჯერება იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაცვითაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უნდა გამწესდნენ. დეპუტატის თქმით, ამ ქვეყანაში საკუთარი სასამართლოს მოწყობის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს.

„თუ ვიღაცას საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა ამ ქვეყანაში მისამართი აერია, ეს ქვეყანა არასოდეს მიიღებს ერთი კაცის სასამართლოს,“-ამბობს ჭიჭინაძე და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე სია შეიცვლება.

დღის ამბები