19 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
არის აუცილებლობა, დამატებითი რეგულაციები იყოს შემოღებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - მმართველი გუნდი დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება 

საპარლამენტო უმრავლესობა დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. ავთანდილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს, 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

მმართველი გუნდის წევრი სოფიო კილაძე ამბობს, რომ აუცილებელია დამატებითი რეგულაციების შემოღება, რათ უსაფრთხოების ზომების დაცვა მოხდეს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, დეპუტატის განცხადებით, ბრალეულობას მომხდარზე შესაბამისი ორგანოები გამოკვეთენ.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასთან გვქონდა საქმე და ჰქონდა თუ არა რეგულაციების დარღვევას ადგილი, ამაზე ბუნებრივია შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი, მაგრამ მე მაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტი ენერგოომბუდსმენთანაც და მასთან კონსულტაციების შემდეგ  ვფიქრობ არის აუცილებლობა, რომ დამატებითი რეგულაციები იყოს შემოღებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი აირის სელეკთან მიმართებით,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი,რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარია ამბობს,რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურა ბევრ რაიონშია.

თუმცა, როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, პრობლემა მხოლოდ ექსპლოატაციის პრობლემაში არ არის, საჭიროა, საჭირო აღჭურვილობა, რომ სპეციალისტებმა ადგილზე სრულფასოვანი კვლევა ჩაატარონ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კი აუცილებელია, ჩაბარებული შენობების გადამოწმება.

მისი თქმით, უნდა დაიგეგმოს ისეთი საერთაშორისო სტანდარტი,რომელიც მსგავს ტრაგედიებს ქვეყანას თავიდან ააცილებს.

"საჭიროა ამის ანალიზი შესწავლა, საჭიროა, საერთაშორისო პრაქტიკაც იყოს გამოყენებული და დაიგეგმოს ისეთი ნაბიჯები, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყანაში არ იყოს"-ამბობს ხუნდაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები