24 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
აფეთქებების სერია ლიონის უნივერსიტეტში - მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

აფეთქებების სერია ლიონის უნივერსიტეტში - კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში, სადაც ბიბლიოთეკაა განთავსებული, რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ისინი აფეთქების შედეგად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

ვრეცლდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებაც. წინასწარი ვერსიით, სამშენებლო სამუშაოების დროს გაზის ბალონები აფეთქდა.

მომხდარის შემდეგ კამპუსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები