25 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
მოსამართლეთა სადავო სია - ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

მოსამართლეთა 10-კაციანი სადავო სია - ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმ კრიტერიუმებზე იმსჯელეს, რომელთა დაცვითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეები უნდა წარადგინოს.

ეკა ბესელიას თქმით, შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილების ერთი მთლიანი ვერსია, რომელსაც მხარს ის პირები დაუჭერენ, რომლებიც მოსამართლეების 10-კაციან სიას აპროტესტებდნენ.

„ვინც ის სია დაწერა და ვინც იმ სიას ემხრობოდა, აი, იმათ გარდა, ყველა დანარჩენი იქნება, დარწმუნებული ვარ, ერთ პოზიციაზე და გვექნება პროექტის ერთი ვერსია, რაც გააიოლებს, რომ მოგროვდეს პარლამენტში დაპუტატების საკმარისი რაოდენობა, რომლებსაც გავაცნობთ ამ პოზიციას და დეტალურად გავუზიარებთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ლევან კობერიძე შეხვედრის მიზეზებზე საუბრობს.

„შეხვედრა, რომელიც გაიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით, მოწოდებული არის იმისათვის, რომ მოხდეს აზრების გაცვლა ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით,“ - აცხადებს კობერიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სასამართლო სისტემიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წასვლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ კვლავაც გვყავს კლანი სასამართლო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, ჩვენი კანონმდებლობა გაუმჯობესებულიც იყო, ეს კლანი მაინც ძლიერდებოდა და დღეს, ფაქტობრივად, ეს კლანი აძლევს ინსტრუქციას საქართველოს პარლამენტს და მზად არის, რომ ხელში ჩაიგდოს უზენაესი სასამართლო,“ - ამბობს ეკა გიგაური.

 

დღის ამბები