24 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
საქართველოს მედიაპლურალიზმი საფრთხეშია - "რუსთავი 2-ის" და "იბერიას" საქმეები HRW-ის ანგარიშში

Human Rights Watch 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზეა საუბარი. ანგარიშში ნახსენებია „რუსთავი 2-ის“ საქმე და ნათქვამია, რომ ამ დავამ შეშფოთება გააჩინა მედიაში ხელისუფლების ჩარევაზე.

ანგარიშში ასევე მოყვანილია ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეც და მფლობელების ბრალდებაც არის ნახსენები, რომელიც ვალების სანაცვლოდ, ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობას ეხება.

„დავა საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის „რუსთავი 2-ის“ საკუთრების თაობაზე ჯერ არ განუხილავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ყოფილი მფლობელის განცხადებით, ის აიძულეს, ტელეკომპანია საბაზროზე ნაკლებ ფასად გაეყიდა და ცდილობს, აღიდგინოს თავისი უფლებები. „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელ მფლობელებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო დავა ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული, რათა ხელში ჩაიგდოს ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხი. ამ დავამ მედიაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე შეშფოთება გააჩინა," - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოხვდა ხელისუფლების შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე.  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან მესამე სექტორის მისამართით გამოთქმულ ღია კრიტიკას გამოეხმაურა. 

"ოქტომბერში, რამდენიმე მაღალჩინოსანმა არასამთავრობოების წინააღმდეგ მას შემდეგ გაილაშქრა, რაც 13-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველმა გააკრიტიკა მაღალჩინოსნების განცხადებები,“ - აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია პანკისის სპეცოპერაციასა და ხორავას ქუჩის საქმეზე.

დღის ამბები