19 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
Human Rights Watch-ის ანგარიშში ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა მოხვდა

სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშში გახმაურებული საქმეები მოხვდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახი პროკურატურის რამდენიმე მაღალჩინოსანს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

Human Rights Watch-ის თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც დაადასტურა, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ორი პირის ნათესავი პროკურატურის მაღალჩინოსანია, რომელმაც დანაშაულის ზოგიერთი ელემენტი დაფარა.

„მაისში სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2017 წლის დეკემბერში 15 უფროსკლასელის ჩხუბში 16 წლის ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ნაწილობრივ, გამართლდნენ, მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამართალდამცავთა მიკერძოების წინააღმდეგ. გარდაცვლილთა ოჯახების მტკიცებით, პროკურატურამ განზრახ დამალა და გააყალბა მტკიცებულებები. პროტესტის შედეგად გადადგა მთავარი პროკურორი და შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრთა უმრავლესობას ოპოზიციონერი პარლამენტარები წარმოადგენდნენ.

„კომისიის მიერ სექტემბერში მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ჩხუბის ორი მონაწილის ნათესავია, ხელი შეუწყო დანაშაულის ზოგიერთი ელემენტის დაფარვას. ალტერნატიული დასკვნა მოამზადეს კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, რომლის თანახმადაც, გამოძიების ხარვეზები არ უკავშირდებოდა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იყო „არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის“ შედეგი. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ, მმართველი პარტიის დასკვნა გააკრიტიკა, როგორც გამოძიების გამყალბებელთა დაცვის მცდელობა და საპროტესტო აქციები განაახლა. ოქტომბერში სამართალდამცავებმა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლაში უშლიდა ხელს, ჯოხი ჩაარტყა. სარალიძეს, რომელიც გირაოთია გამოშვებული, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები