25 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ასობით გვერდი დაბლოკა

Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ასობით გვერდი დაბლოკა. კომპანიის კიბერუსაფრთხოების განყოფილების ცნობით, გვერდები როგორც დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებგვერდები ისე იყვნენ დარეგისტრირებული, თუმცა რეალურად ისინი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" თანამშრომლების მიერ იმართებოდა.

ანგარიშების სამიზნე ქვეყნებს შორის იყვნენ რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, საქართველო და მოლდოვა.

საუბარია 500-ზე მეტ გვერდზე, რომლებსაც 800 ათასი მიმდევარი ჰყავდა. Facebook-ის ცნობით, გვერდებით ძირითადად საპროტესტო მოძრაობების მხარდასაჭერი და ნატოს საწინააღმდეგო შინაარსის განცხადებები ვრცელდებოდა.

 

დღის ამბები