25 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები - HRW-ისთვის არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებას სოფო კილაძე არ გამორიცხავს

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით Human Rights Watch-სთვის არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებას არ გამორიცხავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას Freedom House-ის ანგარიშის მსგავსად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფო კილაძის შეფასებით, ქართული დემოკრატია ვითარდება და მოსაზრება, რომ ის საფრთხეშია, არასწორია.

„საუბარი არის იმაზე, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეში არის. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან ზედმეტად გადაჭარბებული შეფასება იმიტომ, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეში კი არ არის, პირიქით, ვითარდება. წინა წელს იყო Freedom House-ის ანგარიშში ფაქტობრივი უზუსტობები. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა მაშინ განცხადება, რომ Freedom House გარკვეული ორგანიზაციების მხრიდან იყო შეცდომაში შეყვანილი. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ასეთ შეცდომებთან გვქონდეს საქმე და ასეთ არაობიექტურად მიწოდებულ ინფორმაციასთან,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას ანგარიშში საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა მოჰყავს, რომელშიც საუბარი იყო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები