19 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
ქვეყანაში წითელას ეპიდემიური აფეთქებაა - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აცრის გაკეთებას ურჩევს

წითელას ეპიდემიური აფეთქება საქართველოში - პირველი იანვრიდან დღემდე უკვე 312 შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 50%-ზე მეტი 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანია. დაავადება განსაკუთრებით გავრცელებულია იმ პაციენტებს შორის, ვისაც აცრა არა აქვს გაკეთებული. ექიმების რეკომენდაციაა, დროულად მოხდეს ვაქცინაცია.

„ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში. ძირითადად ეს ლოკალიზებული გვაქვს იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში გვაქვს სერიოზული ზრდა. ნებისმიერ პოლიკლინიკაში ყველგან არის, ვაქცინის სერიოზული მარაგია ქვეყანაში, აცრა სახელმწიფოს ხარჯზე ხდება არაფერს იხდით, აუცილებლად უნდა აიცრათ თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ხართ აცრილი ან გადატანილი არ გაქვთ წითელა,“- ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები