24 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
ტერეზა მეი პარლამენტს ბრექსიტის ახალ გეგმას 21 იანვარს წარუდგენს

ტერეზა მეი პარლამენტს ბრექსიტის ახალ გეგმას 21 იანვარს წარუდგენს, 29-ში კი პარლამენტი მას კენჭს უყრის. 

პრემიერი მოლაპარაკებებს აწარმოებს თემთა პალატის წევრებთან და სამომავლო ნაბიჯებს განიხილავს. ჯერჯერობით მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ თანხმდება ლეიბორისტული პარტია. მისი ლიდერი მთავრობასთან დიალოგს გამორიცხავს, ვიდრე გარანტირებული არ იქნება, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს მხოლოდ შეთანხმების გაფორმებით დატოვებს.

დღეს კორბინმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, მეორე რეფერენდუმის დანიშვნას მხარი დაუჭიროს. ამ იდეას მისი რამდენიმე თანაპარტიელიც ემხრობა.

დღის ამბები