20 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები 2019 წელს უნდა გამოსწორდეს - კარლ ჰარცელი

Human Rights Watch ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა საქართველოც, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები და არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია პანკისის სპეცოპერაციასა და ხორავას ქუჩის საქმეზე.

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედიაპლურალიზმი საფრთხეშია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი „Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება.

ევროკავშირის ელჩი საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების აუცილებლობაზე უსვამს ხაზს და მხარდაჭერასთან დაკავშირებით მზაობას გამოთქვამს.

„საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც აღვნიშნე, რომ ის, რასაც ვხედავთ და რაც შენიშნეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა პოლარიზებული მედიის არსებობაა, რაც ასევე ასახულია პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, ეს გამოჩნდა ამ არჩევნების პერიოდში. კარგი იქნება, ვნახოთ მაღალი ხარისხის საგამოძიებო ჟურნალისტიკის წახალისება. ევროკავშირის მხრიდან დაინტერესებულები ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ, რადგან ასეთია პლურალიზმის არსებობა, მაგრამ სხვა შესაძლებლობებიც არსებობს,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი პოლიტიკურ გარემოზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები დროულად აღმოიფხვრას, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია.

„რაც შეეხება არჩევნებს, გვინდა, ვნახოთ, რომ დასკვნები იქნება გამოტანილი და გამოვლენილი ხარვეზები სათანადოდ გამოსწორდება. აშკარაა, რომ 2019 წელს ეს უნდა გაკეთდეს, რადგან ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ხარვეზებზე რეაგირება მოხდეს, ჩვენ ამისკენ მოვუწოდებთ და მზად ვართ, მხარიც დავუჭიროთ,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები