20 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
ხელისუფლებამ მოახერხა არჩევნების გაყალბება - გიორგი ბარამიძე Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება

საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე ეხმაურება.

ბარამიძე ამბობს, რომ საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩვენების დროს, მათ შორის, ძალადობის არა ერთი ფაქტი იყო, რაზეც ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია.

„არჩევნების კუთხით ჩვენ დავინახეთ წინასაარჩევნოდ მრავალ ადგილას, ძალიან სერიოზული ძალადობა, მაგალითად, ახალქალაქში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, ერთგვარი დაუსჯელობა და განუკითხაობა, რომელიც დაუშვა ხელისფლებამ იმისთვის, რომ დაეშინებინა ამომრჩეველი იმის პარალელურად, რასაც ხელისუფლება ასევე აკეთებდა, მოსყიდვების კუთხით, სამსახურიდან გაგდების, დაშინებით, სუს-ი, ქურდული სამყარო - ეს ყველაფერი ერთ-ერთი კომპონენტი იყო ამ ყველა მეთოდის, რომლის მეშვეობითაც, ხელისუფლებამ მოახერხა იმ არჩევნების გაყალბება და შემდეგ რეზულტატის დაწერა, რაც დაუწერეს სახელისუფლებო კანდიდატს,“ - განაცხადა ბარამიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას ანგარიშში საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა მოჰყავს, რომელშიც საუბარი იყო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები