16 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხა სოფლის მეურნეობას, მართლმსაჯულებას, საჯარო სამსახურის რეფორმას, საკანონმდებლო ჰარმონიზაციასა და ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება. სოლიდური თანხა პირდაპირ ბიუჯეტში ჩაირიცხება.

110 მილიონი ლარი ევროკავშირის მხირდან გრანტია და არა კრედიტი, როემლიც მრავალმხრივ რეფორმებს უნდა მოხმარდეს. ყევლა სექტორსა და ყველა სფეროს ბრიუსელი მონიტორინგს თავად გაუწევს.

“ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასე მჭიდრო არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხებიც რეკორდულია. ეს მოწმობს, რომ ევროკავშირი უფრო მეტ ინვესტიციას დებს ქვეყანაში. ამის ნიშანია ჩენი ნდობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. იმედია, რომ მომდევნო წლებში მდგრად ძალისხმევას ვნახავთ,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები