25 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - 4 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ბავშვის ტყუპისცალის, 4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგოამრეობა სტაბილურია.

ბავშვს იაშვილის კლინიკაში თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პატარა პაციენტის მდგომარეობა გადატანილი ოპერაციის ადეკვატური და დამაკმაყოფილებელია.

აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ამჟამად კლინიკებში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება. ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები